{"product_id":"cube","title":"Cube","description":"\u003cp\u003e\u003cstrong\u003eCube – სუფთა ფორმა, სრული სირბილე\u003c\/strong\u003e\u003cbr\u003eCube არის Mox-ის ახალი მოდულური დივანი სუფთა, გეომეტრიული ხაზებით. ყოველი დასაჯდომი მოდული არის \u003cstrong\u003e77 × 77 სმ\u003c\/strong\u003e რბილი კუბი. საზურგე და სახელურები ფორმით მკვეთრი და ოთხკუთხაა, მაგრამ ისეთივე რბილია, როგორც დასაჯდომი – ზურგითაც და ხელითაც რბილად ეყრდნობი. ამიტომ Cube გარედან მინიმალისტურია, დაჯდომისას კი ღრმა და ძალიან კომფორტული.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eააწყე შენი ზომით\u003c\/strong\u003e – Cube მზადდება მოდულებით: დასაჯდომი მოდული 77 × 77 სმ, საზურგე 25 სმ, სახელური 25 სმ. ამ მოდულებით შეგიძლია შექმნა სავარძელი, ორ-, სამ- ან ოთხადგილიანი დივანი, შეზლონგიანი ან კუთხის ვერსია და დაამატო პუფი – ზუსტად შენს სივრცეზე მორგებული. მისაყუდებელი ბალიშები თავისუფლად დევს და შეგიძლია გადაანაცვლო, დაამატო ან მოაშორო.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eზომები (ფოტოზე, სამადგილიანი):\u003c\/strong\u003e 280 × 102 × H 72 სმ\u003cbr\u003e• დასაჯდომის სიმაღლე: 42 სმ\u003cbr\u003e• სახელურის სიმაღლე: 58 სმ\u003cbr\u003e• სიღრმე: 102 სმ\u003cbr\u003e• საზურგის სისქე: 25 სმ\u003cbr\u003e• სახელურის სიგანე: 25 სმ\u003cbr\u003e• დასაჯდომი ნაწილის სიგრძე: 230 სმ (3 მოდული)\u003cbr\u003e• დასაჯდომი მოდული: 77 × 77 სმ\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eმოირგე შენი გემოვნებით\u003c\/strong\u003e – ფასი დამოკიდებულია არჩეულ ფორმასა და ქსოვილზე. ზემოთ აირჩიე ფორმა ან ააწყე მოდულებით და ფასს მაშინვე დაინახავ. ფოტოზე Cube სტანდარტული ქსოვილითაა – შეგიძლია აირჩიო ნებისმიერი ქსოვილი და ფერი 85 კატალოგიდან.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eფორმა, რომელიც არ იცვლება\u003c\/strong\u003e – Cube-ის ყველა ნაწილს ქსოვილის ქვეშ, შიგნიდან აქვს შეკერილი სარჩული. სწორედ ის აჩერებს ღრუბელს და ქსოვილს ადგილზე, ამიტომ რბილი ნაოჭები და კანტები, რომლებსაც ფოტოზე ხედავ, ასეთივე დარჩება წლების შემდეგაც – ქსოვილი არ ჩამოცურდება, არ გაიწელება და კუთხეები არ დაიკარგება. რბილ დივნებზე ხშირად ფორმა დროთა განმავლობაში იშლება; Cube-ზე ამას თავიდანვე, შიდა წყობით ვაკავებთ.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eCube მზადდება ხელით, ჩვენს სახელოსნოში, თბილისში – მყარი კარკასით, მაღალი ხარისხის ღრუბლით, შიდა სარჩულით და კანტით დამუშავებული წიბოებით.\u003c\/p\u003e","brand":"Mox","offers":[{"title":"Default Title","offer_id":67810150088867,"sku":null,"price":1450.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0637\/1940\/7779\/files\/cube-divani-mox-1.jpg?v=1793266680","url":"https:\/\/mox.ge\/products\/cube","provider":"Mox","version":"1.0","type":"link"}