{"product_id":"mandarin","title":"Mandarin","description":"\u003cp\u003e\u003cstrong\u003eMandarin – ოვალური დივანი და სავარძელი ოფისის, ლობის და საზოგადოებრივი სივრცისთვის\u003c\/strong\u003e\u003cbr\u003eოვალური, რბილად მომრგვალებული დასაჯდომი წვრილ შავ ლითონის ფეხებზე, უკან ცალკე მდგარი განიერი მომრგვალებული ზურგი და გრძელი ცილინდრული ბალიში. Mandarin კარგად ჯდება ოფისის მოსაცდელში, სასტუმროს ლობიში, კაფეში, შოურუმსა და საგამოფენო სტენდზე – ცალკეც და რამდენიმე ნივთის ერთ ხაზად.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eკომპანიებისთვის – გავაკეთებთ ზუსტად ისე, როგორც გჭირდებათ.\u003c\/strong\u003e ნებისმიერი სიგრძე, სიღრმე და სიმაღლე, ზურგის ზომა და მხარე, ქსოვილი თქვენი ბრენდის ფერში, ფეხების ფერი და ნებისმიერი რაოდენობა – ერთი ნივთიდან მთელ სივრცემდე. გამოგვიგზავნეთ გეგმა, რენდერი ან ფოტო: დაგიხაზავთ, ზომებს ნახაზზე შევათანხმებთ და მერე დავამზადებთ.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eროგორ ავაწყოთ\u003c\/strong\u003e – ზემოთ აირჩიეთ მზა ვარიანტი ან „+“-ით ააწყეთ თქვენი. მოდულებია 80-დან 220 სმ-მდე, 20 სმ-იანი ბიჯით (80, 100, 120 … 220 – ეს დასაჯდომის სიგრძეა).\u003cbr\u003e• 80 და 100 სმ – სავარძელი: ზურგი 120 სმ-ია, შუაშია და დასაჯდომზე განიერია; სავარძელს პატარა ბალიში ახლავს.\u003cbr\u003e• 120–220 სმ – დივანი: ზურგი ერთ მხარესაა და დასაჯდომის ბოლოდან 18 სმ-ით გამოდის, როგორც ფოტოზე. ზურგი 120–160 სმ-იან დივანზე 120 სმ-ია, 180-იანზე 140 სმ, 200-იანზე 160 სმ, 220-იანზე 180 სმ. სურვილის შემთხვევაში ზურგს გავზრდით.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eზომები:\u003c\/strong\u003e\u003cbr\u003e• დასაჯდომის სიღრმე 68 სმ, ზურგის ჩათვლით 80 სმ\u003cbr\u003e• დასაჯდომის სიმაღლე 42,5 სმ, სრული სიმაღლე 82,5 სმ\u003cbr\u003e• ზურგი 120–180 სმ სიგანის (სურვილისამებრ მეტი), 12 სმ სისქის\u003cbr\u003e• ფეხები: შავი ლითონი\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003ca href=\"https:\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0637\/1940\/7779\/files\/mandarin-zomebi-mox.pdf?v=1794473003\" target=\"_blank\" rel=\"noopener\"\u003e\u003cstrong\u003e📐 ყველა ზომის სანახავად გახსენით PDF ნახაზი\u003c\/strong\u003e\u003c\/a\u003e – ზედხედი ყველა მოდულით (80–220 სმ), სიმაღლეები და ზომების ცხრილი.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cstrong\u003eქსოვილი\u003c\/strong\u003e – ფოტოზე Mandarin Lord-ის ქსოვილშია. ზემოთ აირჩიეთ ქსოვილი 84 კატალოგიდან – ფასს მაშინვე დაინახავთ.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eMandarin მზადდება ხელით, ჩვენს სახელოსნოში, თბილისში – მყარი ხის კარკასით და მაღალი ხარისხის ღრუბლით. პირველად ის დიზაინერის შეკვეთით გავაკეთეთ – ამბავი და ნახაზები იხილეთ \u003ca href=\"\/pages\/projects#reference\"\u003eპროექტების გვერდზე\u003c\/a\u003e.\u003c\/p\u003e","brand":"Mox","offers":[{"title":"Default Title","offer_id":67935465767075,"sku":null,"price":1300.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0637\/1940\/7779\/files\/mandarin-studio-1.jpg?v=1794469248","url":"https:\/\/mox.ge\/products\/mandarin","provider":"Mox","version":"1.0","type":"link"}