ჩვენს შესახებ

მოქსი შეიქმნა რეალური საჭიროებიდან - ახალი ბინისთვის დივნის ძიების დროს, როცა არჩევანი შეზღუდული, ხარისხი არასაკმარისი, ხოლო მოწონებული მოდელები მიუწვდომლად ძვირი იყო. ოჯახური გამოცდილების გამოყენებით ავეჯის დამზადებაში, გადავწყვიტეთ თავად შეგვექმნა ის, რაც გვსურდა: დივანი, რომელიც ფუნქციური, გამძლე და სტილობრივად გამორჩეული იქნებოდა. ასე დაიწყო მოქსის ისტორია - საჭიროებისგან შექმნილი ბრენდი, რომელიც დღეს სხვების სახლებსაც განსაკუთრებულად აქცევს.

მოქსი არის ოჯახური ბიზნესი, სადაც ერთად ვმუშაობთ ოჯახის წევრები და ახლობლები. თითოეულ ავეჯს ვქმნით ისე, როგორც საკუთარ სახლისთვის დავამზადებდით — სიყვარულით, ყურადღებით და პასუხისმგებლობით. ეს ოჯახური ატმოსფერო იგრძნობა ჩვენი პროდუქციის ხარისხში, დეტალების სიზუსტესა და უნიკალურ სტილში.

ჩვენი მთავარი ღირებულებებია:

  • ხარისხი, ჩვენი შექმნილი ნივთები წლების შემდეგაც ისევე მოგემსახურებათ, როგორც პირველ დღეს;
  • გამძლეობა, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტს და სტაბილურობას;
  • თანამედროვე სტილი, სკულპტურული ფორმები და ფერები, რომელიც არ იკარგება სივრცეში, არამედ იქცევა ინტერიერის აქცენტად.
მოქსის ავეჯი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს განსხვავებული, თვალში საცემი და უნიკალური ნივთები. ჩვენი მიზანია შევქმნათ ავეჯი, რომელიც არა მხოლოდ ინტერიერს შეავსებს, არამედ გამორჩეული ფორმებითა და ფერებით სივრცის განწყობას განსაზღვრავს.

პროცესი ჩვენი ძლიერი მხარეა:
ყველაფერი იწყება ზუსტი კონსტრუქციის ფორმირებით და დეტალების სრულყოფილად დაგეგმვით. ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ კარკასის სიმტკიცესა და სიმძიმის სწორ განაწილებას. ქსოვილის გადაკვრის ეტაპზე დეტალებზე ფოკუსირებით ვქმნით ფორმებს, რომლებიც იდეალურად ხაზს უსვამენ ავეჯის დიზაინს.

მოქსი მათთვისაა, ვინც ყურადღებას აქცევს დეტალებს:
ჩვენი კლიენტები არიან ადამიანები, რომლებიც აფასებენ უნიკალურ დიზაინს, ხარისხსა და ზუსტად შესრულებულ თითოეულ დეტალს. მათთვის, ვინც ეძებს ავეჯს, რომელიც თავისი ფორმით, ფერითა და ხასიათით განსხვავდება.

მოქსი - ოჯახური ბიზნესიდან შექმნილი ბრენდი, სადაც დიზაინი ხვდება ხარისხს და ქმნის ავეჯს, რომელიც წლების განმავლობაში მოგემსახურებათ, ყოველთვის ეფექტურად და გამორჩეულად.