მიწოდება და მიტანა
Mox Atelier-ში ყველა ნივთი ხელით და სიყვარულით მზადდება ჩვენს ოჯახურ სახელოსნოში, თბილისში. იმის გამო, რომ ყველა შეკვეთა ინდივიდუალურია, გთხოვთ, გაითვალისწინოთ დამზადების დრო — ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პროდუქტი იყოს იდეალური.
🛠 დამზადების დრო
-
პუფები და ოტომანები: მზადდება 7–10 დღეში
-
დიდი ზომის ავეჯი (დივანი, საწოლი, სავარძელი): გთხოვთ, გაითვალისწინოთ 4–7 კვირა
შეკვეთის შემდეგ დაგიკავშირდებით და საჭიროების შემთხვევაში მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას.
📍 მიწოდების არეალი
მოგემსახურებით საქართველოს მასშტაბით, ორი ტიპის სერვისით:
-
თბილისში: უფასო მიტანა და მონტაჟი — ავეჯს შევიტანთ ბინაში და დავდგამთ თქვენთვის სასურველ ოთახში, საჭიროებიდან გამომდინარე ავაწყობთ ადგილზე (მაგ: საწოლის შემთხვევაში)
-
თბილისის გარეთ: მიტანა ახორციელებენ ჩვენი პარტნიორ კურიერები — მიწოდება ხდება შენობის შესასვლელამდე (curbside delivery)
💳 მიწოდების საფასური
-
თბილისში: ყოველთვის უფასოა
-
თბილისის გარეთ: დაიანგარიშება ავტომატურად შეკვეთის დროს, პროდუქტის ზომისა და ლოკაციის მიხედვით
📅 მიწოდების შეთანხმება
როგორც კი თქვენი ავეჯი დამზადდება, დაგიკავშირდებით ელ. ფოსტით ან ტელეფონით (თუ ნომერს მიუთითებთ), რათა შეგითანხმოთ თქვენთვის მოსახერხებელი მიტანის დრო.
🏠 ატელიედან გატანა
გსურთ თავად წაიღოთ ნივთი? — ამაშიც დაგეხმარებით. გთხოვთ, მოგვწეროთ შეკვეთაში ან მოგვმართოთ პირდაპირ.
⚠️ შენახვის პირობები
ვხვდებით, რომ ზოგჯერ იწელება ან ქალაქგარეთ ხართ. მზად ვართ, დროებით შევინახოთ დასრულებული პროდუქტი, თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
დასრულებული პროდუქტის შენახვა შესაძლებელია მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში.
ამ პერიოდის შემდეგ შესაძლოა შევიტანოთ მცირე შენახვის გადასახადი ან ვერ შევძლოთ ახალი შეკვეთების შესრულება სივრცის შეზღუდულობის გამო.
ჩვენ ვართ პატარა, ოჯახური სახელოსნო — დიდი ზომის ნივთების ხანგრძლივად შენახვა აფერხებს შემდეგი კლიენტების მომსახურებას. მადლობა გაგებისთვის 💛
🔧 დაზიანებული ნივთები
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ხელობით. თუ მიწოდებისას რაიმე პრობლემა შეიქმნება:
-
თბილისში შეგისწორებთ ადგილზე ან დავაბრუნებთ ატელიეში შესაკეთებლად და შემდეგ ისევ მოგაწვდით.
-
საქართველოს სხვა რეგიონებში — მოგვწერეთ და მოვაგვარებთ საკითხს მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად.