ავეჯი შეკვეთით

Mox Atelier სიამოვნებით იმუშავებს თქვენთან ერთად, რათა შევქმნათ ავეჯი, რომელიც იდეალურად მოერგება თქვენს ხედვასა და საჭიროებებს. თითოეული შეკვეთა უნიკალურია, მაგრამ პროცესი ყოველთვის მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

წინასწარი დიზაინი

გაგვიზიარეთ თქვენი სურვილები, მოთხოვნები და სპეციფიკაციები. ერთად განვიხილავთ ყველა დეტალს, რათა შევქმნათ სრულყოფილი ნივთი.

დიზაინის განვითარება

Mox Atelier წარმოგიდგენთ უნიკალური დიზაინის კონცეფციებს განსახილველად. ამ ეტაპზე ვარჩევთ მასალებსა და ფერებს, რათა ავეჯი სრულად შეესაბამებოდეს თქვენს გემოვნებას.

კონსტრუქცია

სანამ ავეჯის დამზადების პროცესი დაიწყება თქვენთან ერთად განვიხილავთ ზომებსა და წარმოების ტექნოლოგიას, საჭიროების შემთხვევაში გაგიზიარებთ კონსტრუქციულ ნახაზს და დავაზუსტებთ ყველა დეტალს.

წარმოებისა და კომუნიკაციის ეტაპი

Mox Atelier აკონტროლებს წარმოების თითოეულ დეტალს. ყურადღებით ვარჩევთ მაღალი ხარისხის მასალებს და უზრუნველვყოფთ ზუსტ შესრულებას, სანამ თქვენი ავეჯი სრულყოფილ სახეს მიიღებს და მზად იქნება მიტანისთვის.

შექმენით უნიკალური ავეჯი თქვენთვის!