გარანტია

Mox-ის ყველა ნივთზე მოქმედებს 3-წლიანი (36 თვე) გარანტია მიწოდების დღიდან.

თუ ამ პერიოდში წარმოების დეფექტი გამოვლინდება, უფასოდ შევაკეთებთ. თუ შეკეთება შეუძლებელია — ნივთს შევცვლით.

რას ფარავს

  • კარკასი და კონსტრუქცია
  • შევსება
  • ნაკერები და გადაკვრა

ანუ ყველაფერს, რაც ჩვენს სახელოსნოში დამზადდა.

როდის მოქმედებს

  • ავეჯი გამოიყენება დანიშნულებისამებრ და მოვლის წესების დაცვით.
  • ავეჯი დამონტაჟებულია Mox-ის გუნდის მიერ ან ჩვენი მითითებების შესაბამისად.
  • დეფექტს ადასტურებს Mox-ის სპეციალისტი — ადგილზე დათვალიერებით ან ფოტო/ვიდეო მასალით.

რას არ ფარავს

  • არასწორი გამოყენებით ან მოვლით გამოწვეულ დაზიანებას.
  • სხვის მიერ ჩატარებულ შეკეთებას ან გადაკეთებას.
  • გარე ფაქტორებს — წყალს, ცეცხლს, მზის პირდაპირ სხივებს, შინაურ ცხოველებს.
  • ბუნებრივ ცვეთას, რომელიც ყოველდღიურ გამოყენებას ახლავს.

როგორ მოგვმართოთ

მოგვწერეთ WhatsApp-ზე ან დაგვირეკეთ: +995 591 50 33 00. გამოგვიგზავნეთ ფოტო ან ვიდეო — გიპასუხებთ და შევთანხმდებით ვიზიტის დროზე.