პროდუქტის ინფორმაციაზე გადასვლა
1 დან 6

Cube

Cube

სტანდარტული ფასი 1,450 GEL
სტანდარტული ფასი ფასდაკლებული ფასი 1,450 GEL
ფასდაკლება ამოყიდულია
გადასახადების ჩათვლით. მიწოდების ფასი გამოითვლება შეკვეთისას.
3,200 GEL სტანდარტული ქსოვილით
დარეკვა +995 591 50 33 00
  • დამზადების ვადა: 4–7 კვირა
  • თბილისში მიტანა და მონტაჟი უფასოა, რეგიონებში — მიწოდება კართან
  • ნებისმიერი ზომა, ქსოვილი და ფერი — 85 კატალოგი

Cube – სუფთა ფორმა, სრული სირბილე
Cube არის Mox-ის ახალი მოდულური დივანი სუფთა, გეომეტრიული ხაზებით. ყოველი დასაჯდომი მოდული არის 77 × 77 სმ რბილი კუბი. საზურგე და სახელურები ფორმით მკვეთრი და ოთხკუთხაა, მაგრამ ისეთივე რბილია, როგორც დასაჯდომი – ზურგითაც და ხელითაც რბილად ეყრდნობი. ამიტომ Cube გარედან მინიმალისტურია, დაჯდომისას კი ღრმა და ძალიან კომფორტული.

ააწყე შენი ზომით – Cube მზადდება მოდულებით: დასაჯდომი მოდული 77 × 77 სმ, საზურგე 25 სმ, სახელური 25 სმ. ამ მოდულებით შეგიძლია შექმნა სავარძელი, ორ-, სამ- ან ოთხადგილიანი დივანი, შეზლონგიანი ან კუთხის ვერსია და დაამატო პუფი – ზუსტად შენს სივრცეზე მორგებული. მისაყუდებელი ბალიშები თავისუფლად დევს და შეგიძლია გადაანაცვლო, დაამატო ან მოაშორო.

ზომები (ფოტოზე, სამადგილიანი): 280 × 102 × H 72 სმ
• დასაჯდომის სიმაღლე: 42 სმ
• სახელურის სიმაღლე: 58 სმ
• სიღრმე: 102 სმ
• საზურგის სისქე: 25 სმ
• სახელურის სიგანე: 25 სმ
• დასაჯდომი ნაწილის სიგრძე: 230 სმ (3 მოდული)
• დასაჯდომი მოდული: 77 × 77 სმ

მოირგე შენი გემოვნებით – ფასი დამოკიდებულია არჩეულ ფორმასა და ქსოვილზე. ზემოთ აირჩიე ფორმა ან ააწყე მოდულებით და ფასს მაშინვე დაინახავ. ფოტოზე Cube სტანდარტული ქსოვილითაა – შეგიძლია აირჩიო ნებისმიერი ქსოვილი და ფერი 85 კატალოგიდან.

ფორმა, რომელიც არ იცვლება – Cube-ის ყველა ნაწილს ქსოვილის ქვეშ, შიგნიდან აქვს შეკერილი სარჩული. სწორედ ის აჩერებს ღრუბელს და ქსოვილს ადგილზე, ამიტომ რბილი ნაოჭები და კანტები, რომლებსაც ფოტოზე ხედავ, ასეთივე დარჩება წლების შემდეგაც – ქსოვილი არ ჩამოცურდება, არ გაიწელება და კუთხეები არ დაიკარგება. რბილ დივნებზე ხშირად ფორმა დროთა განმავლობაში იშლება; Cube-ზე ამას თავიდანვე, შიდა წყობით ვაკავებთ.

Cube მზადდება ხელით, ჩვენს სახელოსნოში, თბილისში – მყარი კარკასით, მაღალი ხარისხის ღრუბლით, შიდა სარჩულით და კანტით დამუშავებული წიბოებით.

დეტალების სრულად ნახვა