Island
Island
- დამზადების ვადა: 4–7 კვირა
- თბილისში მიტანა და მონტაჟი უფასოა, რეგიონებში — მიწოდება კართან
- ნებისმიერი ზომა, ქსოვილი და ფერი — 85 კატალოგი
Island – მოდულური დივანი, რომელიც შენ ააწყობ
Island არის Mox-ის მოდულური დივანი ფართო, დაბალი ბაზებითა და თავისუფლად მდებარე საზურგე ბალიშებით. ყოველი მოდული ცალკე „კუნძულია“ – ბალიშს ნებისმიერ მხარეს გადადებ და დივანი მარტივად იცვლის ფორმას: ჩვეულებრივი დივნიდან ღრმა ტახტამდე ან კუთხის დივნამდე.
ორი ქსოვილი ერთ დივანზე – Island-ის კარკასი და ბალიშები ნახევარწრიული ჩანართებით შეიძლება სხვადასხვა ქსოვილით შეიკეროს. ფოტოზე კარკასი Fr Velvet-ითაა, ბალიშები და ჩანართები კი Line-ით. კონფიგურატორში აირჩიე ერთი ქსოვილი მთლიანად ან ორი სხვადასხვა – ორი ქსოვილის შემთხვევაში ფასი ორივე ქსოვილის ფასის საშუალოა.
ზომები: სიღრმე 125 სმ (კომპაქტური ვერსია – 110 სმ), სიმაღლე 73 სმ
• მოდულის სიგანე: 125, 175, 200, 225 ან 245 სმ
• დასაჯდომის სიმაღლე: 41 სმ
• ფეხები: 12 სმ
• საზურგე ბალიში: 75 ან 105 × 33 × 35 სმ
ააწყე შენი ზომით – ზემოთ აირჩიე მზა ფორმა – ერთი მოდული, ორი მოდული გვერდიგვერდ ან კუთხის ვერსია, სადაც ერთი მოდული გვერდულად დგას – ან დაამატე მოდულები სათითაოდ, და ფასს მაშინვე დაინახავ.
Island მზადდება ხელით, ჩვენს სახელოსნოში, თბილისში – მყარი კარკასით და მაღალი ხარისხის ღრუბლით.
გაზიარება
