პროექტები

სტენდები, ოფისები და ინტერიერები შეკვეთით

ერთი არასტანდარტული დივნიდან მთლიან საგამოფენო სტენდამდე: Mox ამზადებს რბილ ავეჯს დიზაინერებისთვის, არქიტექტორებისთვის და კომპანიებისთვის. ვმუშაობთ თქვენი რენდერით, ესკიზით ან გეგმით, ვხაზავთ კარკასს და ვამზადებთ ზუსტად ზომაზე, ისე რომ რადიუსიან კედელში, ნიშაში ან პოდიუმზე ჩაჯდეს.

ქსოვილს 84 კატალოგიდან ირჩევთ, ერთ ადგილას. ამ გვერდის ორივე სტენდის ავეჯი 2–3 კვირაში დამზადდა.

ლურჯი ხავერდის რკალისებრი დივანი თეთრი ზურგით გამოფენის სტენდზე
რენდერიდან რეალობამდე

შესრულებული პროექტები

84 ქსოვილის კატალოგი ერთ ადგილას

დიზაინერს ქსოვილის ცალკე ძებნა აღარ სჭირდება. თითო კატალოგში ათობით ფერია, საიტზე ფილტრით ირჩევთ, ნიმუშს კი სახელოსნოში ნახულობთ. ავეჯი და ქსოვილი ერთი შეკვეთით მოდის.

ნახეთ ქსოვილების კატალოგი
  • ცეცხლგამძლე
  • წყალგამძლე
  • ადვილად საწმენდი
  • მზეგამძლე
  • შინაური ცხოველებისთვის
  • გარე ავეჯისთვის

საგამოფენო სტენდი, 2026

ორი ტალღისებრი დივანი საგამოფენო სტენდისთვის

წელი
2026
შემადგენლობა
2 დივანი და მრგვალი პუფები
მასალა
თეთრი ქსოვილი, ლურჯი ხავერდი
საფუძველი
სტენდის 3D რენდერი
ვადა
3 კვირა კარკასიდან მონტაჟამდე
რენდერი
შედეგი გამოფენაზე

ამოცანა

სტენდის ავტორმა რენდერები გამოგვიგზავნა: მრგვალი კოშკის ძირში ორი S-ფორმის თეთრი დივანი ლურჯი ზურგით, გარშემო კი მრგვალი პუფები. დივნის კონტური პოდიუმის მომრგვალებულ კიდეს უნდა გაჰყოლოდა, თავად ავეჯს კი გამოფენის ხალხმრავალი დღეებისთვის უნდა გაეძლო.

როგორ გავაკეთეთ

რენდერიდან კონტური ავიღეთ და კარკასი მის მიხედვით ავაწყვეთ. მომრგვალებული ფორმა ღრუბლით გამოვიყვანეთ. თეთრი კორპუსი ერთიან შალითაშია, ლურჯი ზურგი ცალკე ელემენტია და ზემოდან ადევს. პუფები იმავე ლურჯ ხავერდშია.

პროცესი

საგამოფენო სტენდი, 2025

რკალისებრი დივანი და ტალღისებრი სკამი საგამოფენო სტენდისთვის

წელი
2025
რკალის ზომა
სიგანე 216,5 სმ, შიდა ღიობი 94 სმ
სიმაღლე
დასაჯდომი 42 სმ, ზურგი 62 სმ
მასალა
ლურჯი და თეთრი ხავერდი
საფუძველი
სტენდის 3D რენდერი
ვადა
2 კვირა
რენდერი
შედეგი გამოფენაზე

ამოცანა

რენდერზე დივანი სტენდის ლურჯ კედელს ეკვრის: სქელი რკალი დასაჯდომად, მის უკან მეორე, უფრო წვრილი რკალი და ზემოდან თეთრი მრგვალი ზურგი. სწორი ხაზი არსად არის. მეორე ნივთი სკამია, რომლის ზურგი ტალღასავით მაღლდება და სტენდის მომრგვალებულ კუთხეს იმეორებს.

როგორ გავაკეთეთ

ორივე ნივთი ჯერ 3D-ში დავხაზეთ ზუსტი ზომებით. კარკასი ფანერის ნეკნებისგან ავაწყვეთ, მრგვალი კვეთა ღრუბლით მივიღეთ და ბოლოს ხავერდი გადავაკარით. სტენდზე დივანი ისე ჩაჯდა, როგორც რენდერზე იყო დახატული.

პროცესი

საგამოფენო სტენდი, 2025

ნახევარწრიული დივანი, 1:1 რადიუსიან კედელში

წელი
2025
გაბარიტი
513,5 სმ
მოდულები
6 ცალი: გარე რკალი 107 სმ, შიდა 82 სმ
სიმაღლე
დასაჯდომი 45 სმ, ზურგი 75 სმ
სიღრმე
60 სმ
კონსოლები
4 ცალი, ამოსაწევი როზეტებით
მასალა
შავი ხავერდი, მქრქალი უჟანგავი ფოლადი
რენდერი
ჩვენი ნახაზი, 1:1

ამოცანა

სტენდის რენდერზე დივანი რადიუსიან კედელს მთელ სიგრძეზე მიჰყვება, მოდულებს შორის კი ლითონის კონსოლებია როზეტებით. მთავარი პირობა ერთი იყო: დივანი კედელში ზუსტად, 1:1 უნდა ჩამჯდარიყო, ღრეჩოსა და ზედმეტი სანტიმეტრის გარეშე.

როგორ გავაკეთეთ

კედლის რადიუსი ნახაზში გადავიტანეთ და დივანი ზუსტად მასზე ავაგეთ: 5,13 მ გაბარიტი, ექვსი მოდული და ოთხი კონსოლი. თითო მოდული ცალკე მზადდება, ამიტომ ნივთი ადვილად გადადის და ადგილზე ეწყობა. სახელოსნოში მთლიანი რკალი ავაწყვეთ და გაგზავნამდე შევამოწმეთ. ობიექტზე დივანი კედელში ზუსტად ჩაჯდა.

პროცესი

ინტერიერი, 2025

დივანი და სავარძელი დიზაინერის რეფერენსით

წელი
2025
დივანი
162 × 67 სმ
სავარძელი
დასაჯდომი 84 სმ, ზურგი 117 სმ
მასალა
სტაფილოსფერი ქსოვილი, შავი ლითონის ფეხები
საფუძველი
დიზაინერის რეფერენსი ზომებით

ამოცანა

დიზაინერმა რეფერენსი გამოგვიგზავნა ზომებით: ოვალური დასაჯდომი წვრილ შავ ფეხებზე, მის უკან განიერი მომრგვალებული ზურგი და გრძელი ბალიში. რეფერენსზე დივანი 200 სმ სიგრძისაა. ინტერიერს უფრო მოკლე დივანი და იმავე ხაზის სავარძელი სჭირდებოდა.

როგორ გავაკეთეთ

პროპორციები შევინარჩუნეთ და ნახაზი ახალ ზომებზე ავაგეთ: დივანი 162 სმ, გვერდით სავარძელი. ზურგი ცალკე პანელია და დასაჯდომზე განიერია, ამიტომ ორი ნივთი გვერდიგვერდ ერთ ხაზს ქმნის. ბალიშები იმავე ქსოვილისგან შევკერეთ.

პროცესი

რას ვამზადებთ

  • ზუსტად 1:1რადიუსიან კედელში, ნიშაში ან პოდიუმზე ავეჯი ზუსტად ჯდება, ღრეჩოს გარეშე.
  • რკალი და ტალღამრუდე ფორმები ზუსტი ნახაზით, სწორი ხაზის გარეშე.
  • მოდულური სისტემებიგრძელი ნივთები ნაწილებად, ადგილზე აწყობით.
  • ჩაშენებული ელემენტებიროზეტები, ლითონის კონსოლები, თაროები.
  • ბრენდის ფერებში84 კატალოგიდან ბრენდის ან ინტერიერის ფერს ვუხამებთ.
  • რეფერენსითფოტოდან ან ესკიზიდან, თქვენს ზომებზე.

ვმუშაობთ საგამოფენო სტენდებზე, ოფისის მისაღებებსა და ლაუნჯებზე, სასტუმროს ლობებზე, კაფეებსა და რესტორნებზე, შოურუმებსა და კერძო ინტერიერებზე.

დიზაინერებისთვის და არქიტექტორებისთვის

  1. გვიგზავნით რენდერს, ესკიზს ან ფოტოსდა სივრცის ზომებს, სადაც ავეჯი უნდა ჩაჯდეს.
  2. ვხაზავთ კარკასს 3D-ში, 1:1 თქვენი გეგმიდანზომებს ნახაზზე ამტკიცებთ, სანამ მასალას დავჭრით.
  3. ვარჩევთ ქსოვილს 84 კატალოგიდანკატალოგი საიტზეა, ნიმუშები სახელოსნოში.
  4. ვამზადებთ ჩვენს სახელოსნოში, თბილისშიკარკასი, ღრუბელი და შალითა ერთ ადგილას კეთდება.
  5. მოგვაქვს და ვდგამთ ადგილზემოდულურ ნივთებს ობიექტზე ვაწყობთ.
ვადა
ამ გვერდის ორივე სტენდის ავეჯი 2–3 კვირაში დამზადდა. კონკრეტულ ვადას ნახაზის შემდეგ გეუბნებით.
გარანტია
36 თვე საწარმოო წუნზე.
ქსოვილები
84 კატალოგი, ფილტრი თვისებებით
მუდმივი თანამშრომლობა
პარტნიორებს ყველა შეკვეთაზე ფასდაკლება აქვთ.

პარტნიორობის პირობები

გაქვთ ფორმა, რომელსაც სხვაგან ვერ ამზადებენ?

გამოგვიგზავნეთ რენდერი ან ფოტო და ზომები. გეტყვით, როგორ გავაკეთებთ, რა ეღირება და რა დრო დასჭირდება.