პროდუქტის ინფორმაციაზე გადასვლა
1 დან 5

Mandarin

Mandarin

სტანდარტული ფასი 1,300 GEL
სტანდარტული ფასი ფასდაკლებული ფასი 1,300 GEL
ფასდაკლება ამოყიდულია
გადასახადების ჩათვლით. მიწოდების ფასი გამოითვლება შეკვეთისას.
2,300 GEL სტანდარტული ქსოვილით
დარეკვა +995 591 50 33 00
  • 3 წლის გარანტია — პირობები
  • დამზადების ვადა: 4–7 კვირა
  • თბილისში მიტანა და მონტაჟი უფასოა, რეგიონებში — მიწოდება კართან
  • ნებისმიერი ზომა, ქსოვილი და ფერი — 85 კატალოგი

Mandarin – ოვალური დივანი და სავარძელი ოფისის, ლობის და საზოგადოებრივი სივრცისთვის
ოვალური, რბილად მომრგვალებული დასაჯდომი წვრილ შავ ლითონის ფეხებზე, უკან ცალკე მდგარი განიერი მომრგვალებული ზურგი და გრძელი ცილინდრული ბალიში. Mandarin კარგად ჯდება ოფისის მოსაცდელში, სასტუმროს ლობიში, კაფეში, შოურუმსა და საგამოფენო სტენდზე – ცალკეც და რამდენიმე ნივთის ერთ ხაზად.

კომპანიებისთვის – გავაკეთებთ ზუსტად ისე, როგორც გჭირდებათ. ნებისმიერი სიგრძე, სიღრმე და სიმაღლე, ზურგის ზომა და მხარე, ქსოვილი თქვენი ბრენდის ფერში, ფეხების ფერი და ნებისმიერი რაოდენობა – ერთი ნივთიდან მთელ სივრცემდე. გამოგვიგზავნეთ გეგმა, რენდერი ან ფოტო: დაგიხაზავთ, ზომებს ნახაზზე შევათანხმებთ და მერე დავამზადებთ.

როგორ ავაწყოთ – ზემოთ აირჩიეთ მზა ვარიანტი ან „+“-ით ააწყეთ თქვენი. მოდულებია 80-დან 220 სმ-მდე, 20 სმ-იანი ბიჯით (80, 100, 120 … 220 – ეს დასაჯდომის სიგრძეა).
• 80 და 100 სმ – სავარძელი: ზურგი 120 სმ-ია, შუაშია და დასაჯდომზე განიერია; სავარძელს პატარა ბალიში ახლავს.
• 120–220 სმ – დივანი: ზურგი ერთ მხარესაა და დასაჯდომის ბოლოდან 18 სმ-ით გამოდის, როგორც ფოტოზე. ზურგი 120–160 სმ-იან დივანზე 120 სმ-ია, 180-იანზე 140 სმ, 200-იანზე 160 სმ, 220-იანზე 180 სმ. სურვილის შემთხვევაში ზურგს გავზრდით.

ზომები:
• დასაჯდომის სიღრმე 68 სმ, ზურგის ჩათვლით 80 სმ
• დასაჯდომის სიმაღლე 42,5 სმ, სრული სიმაღლე 82,5 სმ
• ზურგი 120–180 სმ სიგანის (სურვილისამებრ მეტი), 12 სმ სისქის
• ფეხები: შავი ლითონი

📐 ყველა ზომის სანახავად გახსენით PDF ნახაზი – ზედხედი ყველა მოდულით (80–220 სმ), სიმაღლეები და ზომების ცხრილი.

ქსოვილი – ფოტოზე Mandarin Lord-ის ქსოვილშია. ზემოთ აირჩიეთ ქსოვილი 84 კატალოგიდან – ფასს მაშინვე დაინახავთ.

Mandarin მზადდება ხელით, ჩვენს სახელოსნოში, თბილისში – მყარი ხის კარკასით და მაღალი ხარისხის ღრუბლით. პირველად ის დიზაინერის შეკვეთით გავაკეთეთ – ამბავი და ნახაზები იხილეთ პროექტების გვერდზე.

დეტალების სრულად ნახვა